„პრეზიდენტს ასეთი შეფასებების გაკეთება არ უხდება", - ასე შეაფასა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფებები არიან.
„მე ასეთ ძველ ბიჭებს არ ვიცნობ. ვის ან რას გულისხმობდა, რა ასოციაციები აქვს და საიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. მე მგონია, რომ არ არის ეს სწორი, ეს შეფასება და მითუმეტეს, პრეზიდენტს არ უხდება ასეთი შეფასებების გაკეთება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.