logo_geo
eng_logo
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ კახა ღავთაძეს აღკვეთის ღონისძებად პატიმრობა შეეფარდა
- +

17 ივლისი. 2019. 18:11

 

 

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ კახა ღავთაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრა.

 

კახა ღავთაძის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. კახა ღავთაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 5-ათასლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა ადვოკატი.

 

„მთელი დღე ვმუშაობდი ტაძარში, ვხატავდი ფრესკას, როცა გამოვედი, რუსთაველზე გავიარე და იქ შემთხვევით მოვხვდი და გავიგე, რომ აქცია იყო, ვერავინ ვერ შემედავება, რომ ფარი წავართვი და ვინმეს დავარტყი, მეორე დღეს გავაცნობიერე და ვინანიებ“, – განაცხადა ბრალდებულმა კახა ღავთაძემ.

 

კახა ღავთაძე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 15 ივნისს სამ პირთან ერთად დააკავეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner