logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: თემურ ალასანია სწორედ ზურას მკვლელობის წინ ლაპარაკობდა - „მალე ზურაბ ჟვანია აღარ იქნება!“
- +

17 ივლისი. 2019. 18:26

 

 

„სანამ ზურას მოკლავდნენ, მის გარშემო ძალიან ცუდი მოძრაობები დაიწყო. იყო პირდაპირი მუქარა - „მალე ზურაბ ჟვანია აღარ იქნება!“, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ზურას გარშემო დაწყებული ცუდი მოძრაობების ავტორი გახლდათ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია! სწორედ თემურ ალასანიამ განაცხადა რამდენიმე ადგილას - „მალე ზურაბ ჟვანია აღარ იქნება!“ ჩემი ძმა იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადადგომას არც გეგმავდა და რას ნიშნავდა თემურ ალასანიას განცხადება - „მალე ზურაბ ჟვანია აღარ იქნება“? რაც შეეხება თემურ ალასანიასა და ზურას გზების გადაკვეთას, სააკაშვილის ბიძას წარმოუდგენლად დიდი ბიზნეს-ინტერესები ჰქონდა. აქ საუბარია იარაღის ბიზნესზე და ქვეყნის აეროპორტებზე. ვიდრე კახა ბენდუქიძე ცოცხალი იყო, მასთან გადავამოწმე ეს ამბავი და შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ბიზნესინტერესების გამო თემურ ალასანიას თავისმა დისშვილმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აგინა!

 

საკითხი ეხებოდა თბილისის აეროპორტის პრივატიზების თემას. ზურა მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო და თემურ ალასანია დაჟინებით სთხოვდა, შეხვედროდა მის ბიზნესპარტნიორს არიელ გუდისს. სწორედ არიელ, ანუ იგივე ერიკ გუდისი იყო დაინტერესებული თბილისის აეროპორტის შეძენით. ზურა გუდისს არ ხვდებოდა, მაგრამ თემურ ალასანიას მხრიდან იმდენად დაჟინებული და შემაწუხებელი იყო ეს თხოვნა, ბოლოს და ბოლოს, ზურამ გუდისი მიიღო!

 

მას შემდეგ, რაც ზურა მოკლეს, ჩემთვის უკვე ცხადია, თუ რატომ არ ხვდებოდა ჩემი ძმა თემურ ალასანიას მეგობარ არიელ გუდისს!“ - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

 

როგორც გოგლა ჟვანიამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნა, არიელ გუდისმა ზურაბ ჟვანიას დიდი ოდენობით ქრთამი შეაძლია.

 

„ზურამ არიელ გუდისი მაშინვე გააგდო კაბინეტიდან და სასწრაფოდ დაურეკა სააკაშვილს. სააკაშვილმა ზურას თანდასწრებით აგინა ბიძამისს თემურ ალასანიას, რასაც შეესწრნენ კანცელარიის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ, მათ შორის, კახა ბენდუქიძეც... ეს ყველაფერი ზურას მკვლელობამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე მოხდა. თემურ ალასანია სწორედ ზურას მკვლელობის წინ ლაპარაკობდა - „მალე ზურაბ ჟვანია აღარ იქნება“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner