logo_geo
eng_logo
სანდრო თვალჭრელიძე: გამაოგნა ამ არგუმენტმა, ასეთი უმსგავსი რამ არასდროს გამიგონია
- +

17 ივლისი. 2019. 20:54

 

 

„გავიხსენებ გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრებამ მხარი არ დაუჭირა ნიკა გვარამიას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას“, - ამის შესახებ ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„როგორც ამ განხილვის შემდგომი კომენტარებიდან გავიგეთ, ამის მთავარი მიზეზი თურმე არხის „დომინანტი პარტნიორების“ მოსაზრებაა, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგით არხის დისკრედიტაცია კი არ მოხდა, პირიქით, რეიტინგმა მოიმატა. გამაოგნა ამ არგუმენტმა, ასეთი უმსგავსი რამ არასდროს გამიგონია. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამგვარ განცხადებას, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს, აუცილებლად მოჰყვებოდა უპირველესად სწორედ ტელევიზიის აქციონერების მყისიერი და მკაცრი რეაქცია. ჟურნალისტიკასაც ხომ აქვს თავისი წესები და ნორმები?! ამგვარი ქცევა უპირველესად ვნებს საქართველოს, გარდა იმისა, რომ ყოვლად მიუღებელია ეთიკურად და ზნეობრივად. რადგან ამით აუცილებლად მიიქცევ ყურადღებას, შეიძლება ქუჩაში შიშველმა იარო?! რაც გაბუნიამ გააკეთა, ეს იგივე ექსჰიბიციონიზმია.

 

ბევრი ვერსია გამოითქვა, რას შეიძლება განეპირობებინა გაბუნიას ქცევა. ერთ-ერთია სტრასბურგში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, რომლის ვერდიქტიც 18 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

 

არ არის გამორიცხული, „ნაციონალებმა“ იციან სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსი, ანუ იციან, რომ შესაძლოა, მოუწიოთ არხის დაკარგვამ და ახლა ყველაფერზე მიდიან - მეტასტაზებივით მოედვნენ პოლიტიკურ გარემოს და ყველაფრის ფასად ცდილობენ ვითარების არევას“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner