logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ისეთ ხაზს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამეკეთებინოს რამე!
- +

2 ივნისი. 2016. 20:57



ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, შეიცავს თუ არა რაიმე სახის საფრთხეს  ბიძინა ივანიშვილის, როგორც მოქალაქის ძალაუფლება,  საქართველოს ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობა ხიფათის შემცველი არ არის.

 

„ჩემს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ადრეც ბევრჯერ მისაუბრია. სიტყვა „საფრთხე", მე მგონი, გადაჭარბებულია. ასეთი ვარ, როგორიც ვარ. მთავარია, რომ მთელ ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ისეთ ხაზს, თუ „რუსთავი 2"- არ მოუსმენთ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამეკეთებინოს რამე. მთელი ცხოვრება სინდისით ვცხოვრობ.

 

ვერ წარმომიდგენია, სიტყვა „საფრთხე" რატომ უნდა გამოვიყენოთ, რამეთუ ჩვენ ყველა ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ. გამაჩნია ჩემი წარსული, რაღაც შემიქმნია ჩემი ცხოვრებით, მაგრამ ხიფათის შემცველი რატომ არის, ვერ წარმომიდგენია",- განაცხადა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner