logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: საქართველოში საფრთხე არც ერთი ეთნიკური ტურისტისთვის არ არსებობს
- +

17 ივლისი. 2019. 22:30

 

 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოში საფრთხე არც ერთი ეთნიკური ტურისტისთვის არ არსებობს.

 

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

 

„არ მგონია, რომ საპასუხო სერგეი ლავროვთან გვქონდეს, ოკუპაციაზე პასუხს რუსეთისგან ვითხოვთ. საქართველო საუკუნეების მანძილზე სტუმართმოყვარე იყო და ქვეყანაში არც ერთი ეთნიკური ტურისტისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს. ჩვენი გზაა არა ვინმესთან ჭიდილი და პასუხების გაცემა, ან საპასუხო რეაქციები, არამედ ქვეყნის მართვის ცივილიზებული სტანდარტის არსებობა.

 

მთელმა მსოფლიომ იცის, მათ შორის რუსმა ტურისტებმაც იციან, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებაა და კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ“, - დასძინა სესიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner