იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმინეს.
გასაუბრება სამ კანდიდატთან – ზურაბ აზნაურაშვილთან, თამარ ალანიასთან და დიანა ბერეკაშვილთან გაიმართა. პროცესი 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
18 ივლისს, 11:00 საათიდან საბჭო შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს და გიორგი გოგიაშვილს მოუსმენს.
19 ივლისს გასაუბრება დაგეგმილია თამარ ბურჯანაძესთან, მერაბ გაბინაშვილთან და მირანდა ერემაძესთან.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს დღეს „ODIHR“-ის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. პროცესს აშუქებდა მედია. მიმდინარეობდა ონლაინ ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.