logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩემს სიტყვას ხალხში ფასი აქვს!
- +

2 ივნისი. 2016. 21:00


 

„ჩემი ძალაუფლება კი ისაა, რომ მე ხალხი მენდობა და ხალხში ჩემს სიტყვას ფასი აქვს. სანამ ამას ვგრძნობ, მე ვალდებულება გამაჩნია, რომ ამ ხალხს მოვემსახურო", -ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა „ინტერვიუში" განაცხადა. ყოფილმა პრემიერმა წინა ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა, როცა მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთი პირის ხელში მოქცეული.  

 

 

„გადმოგვეცა ძალაუფლება, რომელიც გადავინაწილეთ რამდენიმე კაცმა, მაგრამ რა გადმოგვეცა და როგორი ქვეყანა გადმოგვეცა 2012 წელს, ეს გავიხსენოთ. ეს აღწერილიც მაქვს მოკლედ ჩემს წერილში და  საქართველოს მოსახლეობას მგონი ძალიან კარგად ახსოვს, როგორი სიტუაციაც იყო, რომ უზურპირებული იყო ხელისუფლება ერთი კაცის ხელში და ერთი კაცის ხასიათზე იმართებოდა ქვეყანა. მდგომარეობა იყო აუტანელი, საქართველოში ცხოვრება შეუძლებელი იყო ნორმალური ადამიანისთვის. ხალხი ჩურჩულით საუბრობდა, მხოლოდ ერთ კაცს ჰქონდა ყველაფრის უფლება, ადამიანის უფლებები იყო ნულს ქვემოთ დასული. ასეთ სიტუაციაში რომ ვნახე, რომ რომელიმე პარტიის მხარდაჭერით შეუძლებელი იყო, შეცვლილიყო სიტუაცია, გადავწყვიტე და მოვედი პოლიტიკაში, რაც ჩემთვის აქამდე წარმოუდგენელი იყო", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner