logo_geo
eng_logo
გრიგოლ ვაშაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს გამოიკითხება
- +

18 ივლისი. 2019. 10:40

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დღეს გამოიკითხება.

 

გამოკითხვა 11:00 საათზეა დაგეგმილი.

 

გრიგოლ ვაშაძე სამართალდამცველების კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.

 

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე, „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი.

 

გამოკითხვაზე დაბარებულია პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი​.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner