logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩემი გავლენაა ხალხის ნდობა, სხვა ბერკეტი მე არ გამაჩნია!
- +

2 ივნისი. 2016. 21:07



„ჩემი გავლენაა მხოლოდ ხალხის ნდობა, არანაირი სხვა ბერკეტი მე არ გამაჩნია, რომ მმართველ გუნდზე დამატებითი გავლენა მოვახდინო", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.


ჟურნალისტის შეკითხვაზე, მონაწილეობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის პოლიტიკურ მოღვაწეობაში და აქვს თუ არა ყოფილ პრემიერს გავლენა ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:

 

„არაფერი არ გამაჩნია ჩემი პიროვნების მეტი, მხოლოდ ხალხის ნდობა, ეს სახიფათოა?

მინისტრების ცვლილებასთან დაკავშირებით მქონდა რაღაც შეხება, მაგრმ არა ისე, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება. მე ვაძლევდი რჩევას, რომელიც გაითვალისწინეს, ან შეეძლოთ, არ გაეთვალისწინებინათ", - განაცხადა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner