logo_geo
eng_logo
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გრიგოლ ვაშაძე იკითხება
- +

18 ივლისი. 2019. 11:50

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით იკითხება.

 

გრიგოლ ვაშაძე სამართალდამცველების კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.

 

როგორც გამოკითხვამდე პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განაცხადა, კითხვების შინაარსზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, პროკურატურა შეეცდება, გრიგოლ ვაშაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღოს.

 

კითხვაზე, რატომ გახდა აუცილებელი გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვა, პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიებამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ვაშაძე მოწმის სახით დაეკითხა.

 

„გამოძიება მიმდინარეობს შს სამინისტროში სსკ-ის 225-ე და 315-ე მუხლებით. გამოძიებამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაეკითხა გრიგოლ ვაშაძე მოწმის სახით სასამართლოში, გრიგოლ ვაშაძემ თავად მოითხოვა სასამართლოში გამოკითხვა. წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, რა ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს მას. დაისმება ყველა ის კითხვა, რომელსაც გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს. შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, ეს მოწმისგან მოწოდებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა შმაგი გობეჯიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner