სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
სასამართლომ ვაზაგაშვილების სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.