logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ღარიბაშვილი ხშირად არ ისმენდა ჩემს რჩევებს, კვირიკაშვილი კიდევ უფრო პრინციპულია...
- +

2 ივნისი. 2016. 21:12



„ყოფილი პრემიერ-მინისტრიც არ ისმენდა ჩემს რჩევებს ხშირად. დღევანდელი პრემიერიც კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო მეტი გამოცდილება აქვს საკუთარი მოღვაწეობით",- ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოარული ხმები იმის შესახებ, რომ იგი ქვეყანას „კულისებიდან მართავს", მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, რომელიც კონკრეტული პოლიტიკურად მოტივირებული პიროვნებების მიერ გაჟღერდა.



ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერზე ირაკლი ღარიბაშვილზე და მოქმედ პრემიერ- მინისტრზე  გიორგი კვირიკაშვილზეც ისაუბრა: 


„აბსოლუტურად პრინციპულია და ნურავის ექნება ილუზია, რომ მე ვინმეს ვურეკავ და მითითებებს ვაძლევ

ღარიბაშვილსაც ჰქონდა კომპეტენცია და მშვენივრად მართავდა ქვეყანას, ასევე მაღალი კომპეტენცია გააჩნია კვირიკაშვილს.

მე ვმონაწილეობდი და ღარიბაშვილს ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან. წარმოიდგინეთ, განათლებული, ერუდირებული ადამიანი, ზრდასრული და პრინციპული, რა მექანიზმებით შემეძლო მე, მეიძულებინა, რომ თანამდებობიდან წასულიყო?

მე ვიღამ მაიძულა წასვლა? მეც ხომ წავედი..." - აღნიშნა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner