საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საუბარი იმის შესახებ, რომ მას ხელისუფლებაზე დიდი გავლენა აქვს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს, რადგან ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისგან ვრცელდება.
„არ ხდება ის, რასაც გვიხატავენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, არხდება ის, რასაც „რუსთავი 2" ამბობს. ის, რომ მე შეიძლება დამირეკოს და შემეკითხოს, ამაში არაფერი დანაშაული არ არის, მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი რამ.
გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კვირიკაშვილი, მერწმუნეთ!
ეკონომიკის მინისტრთან უფრო ხშირად მიწევს შეხება ერთი მიზეზით მხოლოდ, რომ ვცდილობ, ეკონომიკას დავეხმარო და ყველაზე კარგად ეს მიმართულება ვიცი. სხვა მინისტრებთან არავითარი შეხება არ მაქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.