logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არ ხდება ის, რასაც „რუსთავი 2“ ამბობს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გვიხატავენ!
- +

2 ივნისი. 2016. 21:18



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საუბარი იმის შესახებ, რომ მას ხელისუფლებაზე დიდი გავლენა აქვს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს, რადგან ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისგან ვრცელდება.


არ ხდება ის, რასაც გვიხატავენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, არხდება ის, რასაც „რუსთავი 2" ამბობს. ის, რომ მე შეიძება მირეკოს და შემეკითხოს, ამაში არაფერი დანაშაული არ არის, მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი რამ.

 

გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კვირიკაშვილი, მერწმუნეთ!

ეკონომიკის მინისტრთან უფრო ხშირად მიწევს შეხება ერთი მიზეზით მხოლოდ, რომ ვცდილობ, ეკონომიკას დავეხმარო და ყველაზე კარგად ეს მიმრთულება ვიცი. სხვა მინისტრებთან არავითარი შეხება არ მაქვს", - განაცხადა ივანიშვილმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner