logo_geo
eng_logo
სტრასბურგის სასამართლო: 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგოლაძის მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი
- +

18 ივლისი. 2019. 13:31

 

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლის მიმართ 6 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

 

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, ნოდარ გოგოლაძის მიმართ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

 

ნოდარ გოგოლაძის მხარე სტრასბურგის სასამართლოში კომპენსაციის სახით 50 ათას ევროს და ამასთან, სასამართლოში სამართალწარმოების ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვდა.

 

2008 წელს ნოდარ გოგოლაძე არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ბორჯომის პოლიციამ დააკავა. მაშინ მან არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი უარყო, თუმცა მასთან სექსუალური კონტაქტის რამდენიმე ასპექტი აღიარა.

 

ნოდარ გოგოლაძე 2008 წლის 15 თებერვალს თბილისის მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შეყვანის დროს მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღმოაჩნდა. თავდაპირველად ნოდარ გოგოლაძემ განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე პრეტენზია არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე თვეში პროკურორთან თქვა, რომ მას ხუთმა პოლიციელმა პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემა. ამ საქმეზე გამოძიება 2016 წლის იანვარში დანაშაულის არარსებობის საფუძველზე დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner