logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მოვედი იმ ვალდებულებულების გრძნობით, რომ ჩემს ქვეყანას დავხმარებოდი!
- +

2 ივნისი. 2016. 21:27


 

„ჩემს პირველსავე წერილში განვსაზღვრე ჩემი მოსვლა და წასვლა; მახსოვს მაშინდელი განწყობა, ჩემი წასვლის არავის სჯეროდა", -ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „ინტერვიუში" საუბრისას განაცხადა. ყოფილმა პრემიერმა არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა:

 

„რას ნიშნავს, ბოლომდე არ წავედი? სად გინახავთ, რომელ ქვეყანაში, მოვიდა პიროვნება, შეაგროვა გუნდი, გაიმარჯვა და წავიდა? ამის პრეცედენტი არ არსებობს.  მარტო ის გაინტერესებთ, რასაც გაიძახის „ნაციონალური მოძრაობა", რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა.

 

მოვედი იმ სფეროში, რომელიც აქამდე არ მაინტერესებდა და მოვედი იმ ვალდებულებულების გრძნობით, რომ ჩემს ქვეყანას დავხმარებოდი, 2-ნახევარ წელიწადში კი, ხელისუფლების ზენიტში მყოფი პიროვნება, წავედი. ჩემი წასვლით კი უპრეცედენტო რამ შევქმენი ქვეყანაში, სადაც პოლიტიკაში მოსული და მერე წასული არავის უნახავს", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოსტიც დატოვებაც ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. ივანიშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის ნაბიჯი არ გამომდინარეობდა მისი პრინციპული პოზიციიდან.

 

„გუნდი, რომელიც მე მოვიყვანე, ჩემს პრინციპებს იზიარებდა და მათთან საუბარი მე მქონდა, სანამ მოვიდოდი ხელისუფლებაში. მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილმა იცოდა ის ფასეულობები, რასაც მე პატივს ვცემდი, ამიტომ სულაც არაა გასაოცარი, რომ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მე მივიღე.

 

 

ეს თამასა დავამკვიდრე პოლიტიკაში... აქამდე იყო, მოდიოდნენ და წასვლის სურვილი აღარ ჰქონდათ. სხვათაშორის, შეხვედრების დროს მეკითხებოდა ღარიბაშვილი, ხომ არ არის ჩემი წასვლის დროო? მე მას ვურჩევდი და არასოდეს ვუდგებოდი პრინციპულად, 5 წუთში გადადექი-თქო", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner