logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის
- +

18 ივლისი. 2019. 15:10

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის.

 

დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

„მიმაჩნია, რომ სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლური ოპოზიცია, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ ამ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner