logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საყდრისში კარგის მეტი, არაფერი მომხდარა
- +

2 ივნისი. 2016. 21:28



ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საყდრისში „კარგის მეტი, არაფერი მომხდარა". ამის შესახებ ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა „ინტერVIEW"-ში სალომე ასათიანთან ერთად აღნიშნა.


ჟურნალისტი დაინტერესდა, ყოფილი პრემიერის ბოლო წერილში რატომ იყო გამოტოვებული რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა და ერთ-ერთ ასეთ თემად მან საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებული საკითხი დაასახელა.


ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კარგი რაც ჰქონდა ამ ადგილს, ყველაფერი ამოღებულია და უნიკალური მუზეუმი შენდება.


„ყველა არტეფაქტი ამოღებულია, ყველა ფოტო გადაღებულია, რაც იყო ფასეული. მუზეუმის დაფინანსება მიდის, ამაში კულტურის სამინისტროცაა ჩართული. თვითონ კარიერის ინვესტორებმა გამოყვეს ფინანსები, იმაზე მეტი, რაც საჭიროა. საუკეთესო მუზეუმი ექნება საქართველოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.


ყოფილი პრემიერი დასძენს, რომ რაც მოხდა, მოხდა ფაქიზად და მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში ბევრია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner