„ქართული მართლმსაჯულების წარმატება და სამართლიანობის მაღალი, ევროპული სტანდარტის დემონსტრირება - მე ასე შევაფასებდი სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საუბრობს.
„აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში, სინამდვილეში არა „რუსთავი 2“, არამედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ ისინი, კიდევ ერთხელ, უკვე, საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დამარცხდნენ საქართველოსთან.
მრავლისმეტყველია, რომ დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან მიმართებაში სამ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება და სამივე საქმეში დადასტურდა სააკაშვილის მოძალადე ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. კერძოდ, საკუთრების უფლების დარღვევის, სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიმართულებით“,- აცხადებს დავით მათიკაშვილი.