logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების წარმატებაა
- +

18 ივლისი. 2019. 16:25

 

„ქართული მართლმსაჯულების წარმატება და სამართლიანობის მაღალი, ევროპული სტანდარტის დემონსტრირება - მე ასე შევაფასებდი სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას“,- ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში, სინამდვილეში არარუსთავი 2“, არამედერთიანი ნაციონალური მოძრაობადა მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ ისინი, კიდევ ერთხელ, უკვე, საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დამარცხდნენ საქართველოსთან.

 

მრავლისმეტყველია, რომ დღეს  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან მიმართებაში სამ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება და სამივე საქმეში დადასტურდა სააკაშვილის მოძალადე ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. კერძოდ, საკუთრების უფლების დარღვევის, სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიმართულებით“,- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner