logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლო თავისუფალია და...
- +

18 ივლისი. 2019. 16:38

 

 „მოხარულები ვართ სტრასბურგის გადაწყვეტილებით“...,- განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პიტერ ლაუმ.

 

„მოხარულები ვართ სტრასბურგის გადაწყვეტილებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქიბარ ხალვაშს დავუბრუნოთ ის უფლება, რაც მას 2017 წლის მარტში მიენიჭა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით“,- აღნიშნა პიტერ ლაუმ.

 

„ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, გავაკეთოთ ყველაფერი იმის შესაბამისად, რაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. ბედნიერი ვარ მე, როგორც ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი. ძალიან კარგი დღეა მისთვის, ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის, ვინაიდან ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლო თავისუფალია და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“,- განაცხადა პიტერ ლაუმ.

 

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner