logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ კვირიკაშვილი!
- +

2 ივნისი. 2016. 21:35



 „საზოგადოებრივ მაუწყებლის" ეთერში, სალომე ასათიანის გადაცემაში „ინტერview" საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ თავისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა. მან აღნიშნა, რომ პირველივე წერილში განსაზღვრა, რა დროს მოვიდოდა და რა დროს წავიდოდა პოლიტიკიდან. მთავრობაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდი, რომელიც მან მოიყვანა, მის პრინციპებს იზიარებდა.


პრემიერი კვირიკაშვილი კიდევ უფრო პრინციპულია, მას გაცილებით მეტი კომპეტენცია გააჩნია და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ კვირიკაშვილი",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ჩემი ძალაუფლებაა ის, რომ ხალხი მენდობა",- აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. ამ ინტერვიუმ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ფეისბუქ-მომხმარებლების უმრავლესობა აღნიშნავს,რომ გადაცემის წამყვანი სალომე ასათიანი საკმაოდ მოუმზადებელია და არაპროფესიონალურად გამოიყურება. ამასთან, ისინი საყვედურობენ ყოფილ პრემიერს, რომ ის ამ ეთერში არ უნდა გამოსულიყო.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner