ჟურნალისტის შეკითხვაზე - იმის შესახებ, თუ რატომ არ ითვალისწინებს ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცების მიერ „პანორამა თბილისის" შესახებ გამოთქმულ კრიტიკას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ „პანორამა თბილისზე" მან უამრავი განცხადება უკვე გააკეთა და ყველა იმ კრიტიკოსს, ვინც ამ პროექტს ეწინააღმდეგებოდა, მასალები წარუდგინა, რომელიც ამტკიცებს, რომ „პანორამა თბილისი" დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც ქალაქს სიკეთის მეტს არაფერს მოუტანს.
„პანორამა თბილისზე" პასუხი მარტივია. ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გავეცი. ტელემაყურებელს იმასაც შევახსენებ, რომ წარმოვადგინეთ მასალები, თუ როგორ ტყუოდა ელისაშვილი და მთელი ეს გუნდი, ვინც „პანორამა თბილისს" ეწინააღდმეგება.
გასაგებია ისიც, რომ თქვენ ეს პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ, მაგრამ მე მეტს აღარ გპასუხობთ", - მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტს.