ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა „ინტერVIEW"-ში გადაცემის წამყვანს სალომე ასათიანს აკრიტიკებს.
ივანიშვილის თქმით, გადაცემაში სტუმრად იმ პირობით მივიდა, რომ საკუთარი წერილის შესახებ ისაუბრებდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
„როდესაც ვისურვე მოსვლა „პირველ არხში", წერილის P.S.-შიც დავწერე, რომ მოვახერხებდი, სატელევიზიო გადაცემაში გავაკეთო ამ წერილზე აქცენტები. გუშინაც გამოვაგზავნე ჩემი წარმომადგენელი, რომ კითხვები გადმოგეცათ. წერილი უნდა გამეშუქებინა და თქვენ გადაცემა სხვანაირად მიგყავთ, ამ პირობით აქ არ მოვსულვარ", - მიმართა ივანიშვილმა გადაცემის წამყვანს.