logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ნიკა გვარამია ვერ მიხვდა, როგორ უნდა დაეთვალა 6 თვე, რომ სწორად მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის
- +

18 ივლისი. 2019. 23:32

 

„ნიკა გვარამია ვერ მიხვდა, როგორ უნდა დაეთვალა 6 თვე, რომ სწორად მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

ნიკა გვარამიამ ვანო მერაბიშვილისა და „რუსთავი 2“-ის საქმეები ერთმანეთს დაუკავშირა, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული საქმეა.

 

„ნიკა გვარამია ვერ მიხვდა, რა განსხვავებაა მერაბიშვილისა და „რუსთავი 2“-ის საქმეს შორის. მან ის 6 თვე ვერ დათვალა, როგორ უნდა მიემართა სწორად სტრასბურგის სასამართლოსთვის. ამ მიზეზით მისი რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა იქნა უარყოფილი, ამიტომ დიდი მოლოდინი იმისა, რომ ნებას გამოიჩენს, ობიექტურად რამეს მიხვდეს, არ მაქვს. ეს ორი საქმე, ბავშვიც ხვდება, რომ განსხვავებულია, ამიტომაც ვანო მერაბიშვილის საქმეზე შეჩერების ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული და იქ საუბარი გვქონდა არსებითი განხილვის შედეგად დადგენილ მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში არსებითად განხილულ იქნა მხოლოდ იმ 4 მოსამართლესთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები და დადგინდა დაურღვევლობა, ხოლო შეჩერების ღონისძიებაზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არის მოხსნილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner