„ადამიანის უფლებებით საქართველო დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებს შეიძლება შეედაროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „ინტერview"-ში.
მისი თქმით, წინსვლაა დემოკრატიის ხარისხის, მთავრობის ეფექტიანობის, მედიის თავისუფლების და ბევრი სხვა მიმართულებით.
„ჩემს წერილში ამ საკითხზე სანამ ვისაუბრებდი, ვრცელი ანალიზი მაქვს წარმოდგენილი, ვიხსენებ წარსულს, როგორი დაგვხვდა. გუნდმა, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, საოცრება მოახდინა. თუ ვინმეს ანალიზის უნარი გააჩნია, ამას დაინახავს - თუ რა რეალობა იყოს 2012 წლამდე და როგორია დღეს", - ამბობს ივანიშვილი.