logo_geo
eng_logo
IRI: NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა
- +

19 ივლისი. 2019. 02:53

 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მონაცემებით, საქართველოში NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა.

 

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას სრულად გამოკითხულთა 49 პროცენტი უჭერს, რაც 2009 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

NATO-ში შესვლას გარკვეულწილად მხარს უჭერს 19 პროცენტი, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ექვსი პროცენტი, სრულად ეწინააღმდეგება 13 პროცენტი.

 

გამოკითხულთა 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო NATO-ს წევრი 2023 წლის შემდეგ გახდება, 15 პროცენტი ფიქრობს, რომ არასდროს. გამოკითხულთა სამ-სამი პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო ალიანსში 2020, 2022 ან 2023 წელს გაწევრიანდება, ერთი პროცენტი კი მიიჩნევს, რომ 2021 წელს. არ ვიცი/არ მაქვს პასუხი – ასეთია გამოკითხულთა 59 პროცენტის პოზიცია.

 

NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას (34 პროცენტი), თავდაცვას (12 პროცენტი), დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას (რვა პროცენტი), სტაბილურობასა და მშვიდობას (რვა პროცენტი), ეკონომიკურ გაძლიერებას (ექვსი პროცენტი) და სამხედრო მხარდაჭერას (ხუთი პროცენტი).

 

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner