logo_geo
eng_logo
ნამახვან-ჰესების პროექტის განხორციელებაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა ტერიტორია დაათვალიერეს
- +

26 თებერვალი. 2016. 19:05


 

ნამახვან-ჰესების კასკადის პროექტის განვითარებაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა 2016 წლის 25 თებერვალს დაათვალიერეს პროექტის სამშენებლო და მიმდებარე ტერიტორიები.


ინვესტორების წარმომადგენლებს გიდობას უწევდნენ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის", სს „ნამახვანის" და პროექტის ძირითადი დიზაინის ავტორის  - „Studio Ing. G Pietrangeli Srl"- წარმომადგენლები.


სტუმრებმა დაათვალიერეს ნამახვანის და ტვიშის კაშხლების და ჰესის შენობების  განთავსების ტერიტორიები, ასევე სს „ნამახვანის" მიერ აშენებული ახალი ხიდი სოფ. ჟონეთში, რომელიც მოემსახურება ჰესის მშენებლობის დროს ელექტრომექანიკური მოწყობილობების და მასალების გადატანას.


იმავე დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ჩატარდა შეხვედრა, სადაც პოტენციური ინვესტორების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაესვათ ნებისმიერი შეკითხვა როგორც ინვესტორთა შერჩევის პროცედურებთან, ისე პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ინვესტორებს განმარტებებს აძლევდა სს „ნამახვანის"დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია. ყველა დასმული შეკითხვა შესაბამისი პასუხებით უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ელექტრონულად.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner