„მურუსიძის ქცევაზე სამარცხვინო შალვა შავგულიძის განცხადება იყო, რომელმაც გიგი უგულავა პოლიტპატიმრად შეაფასა", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების" წევრ შალვა შავგულიძეს აკრიტიკებს.
„მურუსიძის ქცევაზე უფრო სამარცხვინო ჩემთვის იყო ის, რომ შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო, იკადრა და პოლიტპატიმრად დაასახელა უგულავა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც რომ პატიმარი ყოფილიყო, მასაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებდა... ჩემთვის აუხსენელი იყო, რომ კაცმა, რომელმაც გირგვლიანის ადვოკატი იყო, პოლიტპატიმრებად დაასახელა ის პირები, ვინც უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში - გირგვლიანს რა გაუკეთეს. ჩემთვის ეს დიდი სირცხვილია", - განაცხადა ივანიშვილმა.