logo_geo
eng_logo
ირმა გიგანი ვენის პრესტიჟულ კონსერვატორიაში ჩაირიცხა
- +

19 ივლისი. 2019. 13:05

 

 

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა ქალიშვილმა, პიანისტმა ირმა გიგანმა ვენის პრესტიჟულ კონსერვატორიაში ჩააბარა და იქ უმაღლესი შეფასებით მოხვდა.

 

 

„პოზიტიურიც ხომ გვინდა ცოტა, ჰოდა, ვიცი, გაგიხარდებათ, ჩემო მეგობრებო! ჩემმა ირმამ ჩააბარა და ავსტრიის, ვენის კონსერვატორიის მაგისტრატურის სტუდენტი გახდა, ახლა ასე ეძახიან, ჩემს დროს ასპირანტურა ერქვა. იყო ძალიან სერიოზული კონკურსი, სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ძლიერი ნაკადი, 79-დან 39 დარჩა და ბოლოს 3 სტუდენტმა ჩააბარა- მოხვდა უმაღლესი შეფასებით.

 

არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ეს კონსერვატორია, ამ წლის ნომერ პირველ კონსერვატორიად დასახელდა, მოკლედ, ყველაფერი ვთქვი და ერთს დავამატებ: მართლა მოგეჩვიეთ ყველას აქ ფ.ბ-ზე და მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა, ჩემი სიხარული გაგეზიარებიათ, მეც ვგრძნობ თქვენს სიყვარულს და მხარდაჭერას, თორემ ისე, არ და ვერ გავბედავდი და შევინახავდი ინფორმაციას. მიყვარხართ მართლა, ქართველები ყველაფერში უცნაურები ვართ, ჩვენ ვირტუალური მეგობრობაც ნაღდი ვიცით“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner