logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მთელი სასამართლო იყო ტყვე!
- +

2 ივნისი. 2016. 22:09



„მთელი სასამართლო იყო ტყვე", - აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „ინტერview"-ში გააკეთა. ყოფილი პრემიერი სასამართლო სისტემაში მოსამართლე ლევან მურუსიძის დატოვებასთან დაკავშირებით არსებულ უკმაყოფილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  „ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოსამართლეების შეცვლა არ შეეძლო.


„ეჭვი ნებისმიერ მოსამართლეზე შეიძლება გამოთქვა - ადეიშვილის სისტემა შევინარჩუნეთ და მას მივეცით საშუალება თვითგადარჩენის და თვითგაწმენდის...

მთელი სასამართლო იყო ტყვე. მოსამართლეების შეცვლა ჩვენ არ შეგვეძლო, არ გვქონდა სხვა გზა და ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გზა ავირჩიეთ, რომ ჩვენ არ ჩავერიეთ და თვითონ სასამართლო იბრძვის, რომ თავი გადაირჩინოს", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner