logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბაკურ! ახლა შენ ჩაგთვლიან ტროლად და ე.წ. ქარხნის მუშად...
- +

19 ივლისი. 2019. 13:36

 

 

აუუუ, ბაკურ!

 

ახლა შენ ჩაგთვლიან ტროლად და ე.წ. ქარხნის მუშად...

 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გიმუშავია ბიოგრაფიაზე, ასევე, ბევრიც დაგიკლია იმ საინტერესო ადამიანების წარმოჩინებისთვის, რომელთა შვილები „წამებულ“ და „ნატანჯ“ რაინდებად წარმოაჩენენ „საწყალ“, „დაჩაგრულ“ მამებს...

 

ჭკუათხელი, ამასთან, სუპერ-უტიფარი და უთავხედესი იდიოტები.

 

იმის გათვლა კი უჭირთ, რომ ყველა არ არის სკლეროზის სენით შეპყრობილი...

 

არადა, „მამები“ არასოდეს უარყოფდნენ წარმოშობას იმ „შინელიდან“, რაც მათ მშობლებს ეპოქამ „ჩააცვა“... არც არასოდეს უთქვამთ უარი მოფერებაზე, პატივზე, ჯილდოებზე, პრივილეგიებზე. პირიქით, მადლიერნიც იყვნენ, რომ ითვლებოდნენ პარტიის ერთგულ მხარდამჭერებად, იყვნენ მათ ხელმძღვანელ ორგანოებში და ხელგაწვდილნი, დაჟინებითაც კი ითხოვდნენ მათ სიჭარბეს.

 

მხოლოდ ფაქტი: ერთი პერსონა დამისახელე, რომელიც მის სიცოცხლეში ჩატარებულ მსოფლიოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატს დაესწრო სახელმწიფოს ხარჯზე, წიგნები გამოსცა სახელმწიფოს ხარჯზე, როგორც წესი, ურიგოდ, მაქსიმუმი ტირაჟითა და ჰონორარით და არასოდეს ყოფილა... სპორტული ჟურნალისტი.

 

პირადად მე ამ ფაქტების გამო საშინელ სტრესში გამატარეს. ისე, მადლობაც კი არ უთქვამს „ობიექტს“...

 

კიდევ ფაქტი: დამისახელეთ ერთი შემოქმედი, რომელსაც ყველა(!) მნიშვნელოვანი სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი პრემია აქვს მიღებული, ყველა დროში თანამდებობა ჰქონდა და ყველა ხელისუფლება ხელისგულზე ატარებდა... ახლა კი უნდათ წარმოაჩინონ... რად?..

 

საწყლები(!!!), დაჩაგრულები(!!!), დისიდენტები(!!!)...

 

და უფრო საწყლები... მათი, შუბლზეძარღვგაწყვეტილი ნაშიერები!!!

 

როგორც კი რომელიმე შვილი-ვიგინდარა შეეცდება, ეს პუბლიკაცია „ტრადიციისამებრ“ უსინდისოდ და უტიფრად გადაამისამართოს, ამ ჩამონათვალს უმალ დაემატება უფრო(!) საინტერესო(!) და მათთვის და მათი ფანკლუბების მოკრეტინო ელემენტებისთვის ელდასაცემი ინფორმაცია.

 

ცხოვრებამ დაადასტურა, არაერთგზის: ყოფილი კაგებეშნიკები, ინფორმატორები, ჩამშვებები და პოლიტლანზღანდარები არ არსებობენ, ისინი სიცოცხლეს თავიანთ შთამომავლობაში აგრძელებენ.

 

***

 

ბაკურ სვანიძის განცხადება იხილეთ ლინკზე:

http://geworld.ge/ge/sastikad-nawamebi/?fbclid=IwAR3tuY9UeC5LIjygY5ayHF6u8Tzp0en4-zbm0rPwq_8iW14qEvh9jl_bHoE

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner