logo_geo
eng_logo
პროკურორი ლევან ჯიქურზე: არაფერი განსაკუთრებული ბრალდებულს არ დამართნია, გონება არ დაუკარგავს
- +

19 ივლისი. 2019. 14:40

 

 

„არაფერი განსაკუთრებული ბრალდებულს არ დამართნია, გონება არ დაუკარგავს“, - ასე გამოეხმაურა ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული ბრალდებულის, ლევან ჯიქურის ადვოკატის განცხადებას საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი.

 

როგორც ის აცხადებს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიქურის ადვოკატის მხრიდან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

 

„ადგილი ჰქონდა დაცვის მხარის მხრიდან მცდელობას, დაემძიმებინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმების რეკომენდაციით და დასკვნით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია. რაიმე განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევებს არ საჭიროებს. რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებას, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა ის. მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები. შესაბამისად, გაზიარებულ იქნა ჩვენი შუამდგომლობა.

 

არაფერი განსაკუთრებული ბრალდებულს არ დამართნია, ჩვეულებრივად გრძნობდა თავს, უბრალოდ, ადვოკატი აცხადებდა, რომ ბრალდებული შეუძლოდ გრძნობდა თავს. თვითონაც პერიოდულად აცხადებდა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. თუმცა, სხდომაზე აღნიშნული არ განუცხადებია. გონება არ დაუკარგავს, ჩვეულებრივად მიმდინარეობდა სხდომა“, - განაცხადა მუკბანიანმა.

 

ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner