logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი სალომე ასათიანს: ფაქტების გარეშე როგორ შეგიძლიათ ასე ისაუბროთ?
- +

2 ივნისი. 2016. 22:12



ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა ბიძინა ივანიშვილს უკანონო მოსმენების შესახებ დაუსვა კითხვა. შეკითხვაზე, თუ ვინ დაისაჯა მოსმენების წარმოებისთვის ან რა პროცესები მიდის ამ მიმართულებით პროკურატურაში, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს ფაქტების წარდგენა მოსთხოვა.


ასათიანმა აღნიშნა, რომ უკანონო მოსმენებზე საუბრობდა მაგალითად „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი ეკა მიშველაძე და სხვები.

 

 

„როდესაც კითხვას სვამთ, ისევ აგრძელებთ კითხვის დასმას და ჩემი პასუხი აღარ ისმის. სვამთ დაუსაბუთებელ კითხვებს, რომ მოქალაქეები ამბობენ. ეს გეწყინებათ, მაგრამ ასე საუბრობენ ხოლმე, როდესაც ფაქტები არ გააჩნიათ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა" და თქვენ ზუსტად იმ კონტექსტში ჯდებით.

 

თქვენ, ჟურნალისტი, როდესაც სვამთ კითხვებს, ამის საფუძველი უნდა გაგაჩნდეთ და შესაბამისი ფაქტები.  ის, რომ ამბობენ, ასე შეგვიძლია ყველაფერზე ვთქვათ", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა სალომე ასათიანს. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner