logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსთან აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილა
- +

19 ივლისი. 2019. 15:06

 

 

რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მიძღვნილი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა მიკ მაილვეინმა კმაყოფილებით აღნიშნეს ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციასთან არსებული მაღალი დონის ურთიერთობა და საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა, რაც აისახა როგორც მაღალი დონის ვიზიტებში, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაძლიერებულ თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებში.

 

 

 

ხაზი გაესვა საქართველო- ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აშშ მიმდინარე ადმინისტრაციის პერიოდში უმაღლეს ნიშნულზეა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს რელიგიის საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობისთვის, რომელიც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პატრონაჟით უკვე მეორედ იმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner