logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: ევროპის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ის რეჟიმი იქცეოდა უკანონოდ და უსამართლოდ
- +

19 ივლისი. 2019. 15:07

 

 

იურისტ გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით პირდაპირ თქვა, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმი უკანონოდ და უსამართლოდ იქცეოდა. ამის შესახებ ნიკოლაიშვილმა მედია ჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„რაც შეეხება ვაზაგაშვილის საქმეს, ესეც მოსალოდნელი იყო. იშვიათია, რომ ამხელა კომპენსაციას აკისრებდეს სასამართლო სახელმწიფოს, ერთი გირგვლიანის საქმეზე მახსოვს 50 ათასი ევრო და მეორე ეს შემთხვევაა. თორემ, ისედაც ყველამ ვიცოდით, ვაზაგაშვილის მიმართ რა დანაშულიც ჩაიდინა სახელმწიფომ და ეს ევროპულმა სასამართლომ აღიარა. ევროპის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ის რეჟიმი იქცეოდა უკანონოდ და უსამართლოდ”, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

 

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. მაშინდელმა გამოძიებამ განაცხადა, რომ „სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები“ დაიღუპნენ, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. კორტების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ვაზაგაშვილის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა სარჩელი წარმოებაში 2007 წლის ბოლოს მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner