logo_geo
eng_logo
აქციის მონაწილეებს - სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს პატიმრობა შეეფარდათ
- +

19 ივლისი. 2019. 16:42

 

 

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ აქციის მონაწილეებს, სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

 

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ვინაიდან პროკურორის განმარტებით, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მათი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

 

დაცვის მხარე კი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner