logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

19 ივლისი. 2019. 18:22

 

„გამომდინარე იქედან, რომ უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, იულია სუსლიაკის  სისხლის სამართლის საქმე იგზავნება უკრაინის გენერალურ  პროკურატურაში და საქმე ფაქტობრივად აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ, საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების ვერც ერთ სახეს  ვეღარ გამოიყენებს“, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.  

 

„აღსანიშნავია, რომ  ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობისას  საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში არაერთხელ მიმართა უკრაინის შესაბამის  ორგანოებს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა,  აქამდე ქართულ  მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები დღემდე არ მიუღია. შესაბამისად,  უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება  ეფექტურად შეძლებს მოიპოვოს სისხლის სამართის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ხსენებულ საქმეზე მართლმსაჯულების  განხორციელებას.

 

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის  შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად,  დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით იხელმძღვანელა და იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვი მათი მეურვეობისა და ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფის შესახებ გარანტიების მიღების შემდეგ უკრაინას გადასცა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner