logo_geo
eng_logo
სანდრო თვალჭრელიძე: ეს სახიფათო მოვლენაა, რასაც ძალიან მშვიდად და ცივი გონებით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა
- +

20 ივლისი. 2019. 10:37

 

 

„პუტინი მოჰყვა არა რეალურ ფაქტებს, არამედ თავისივე შეკერილი ისტორიის ისტორიას“, - ამის შესახებ ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას გამოეხმაურა.

 

„ეს იყო ტიპური საბჭოთა მიდგომის მაგალითი, როდესაც ისტორიას ისე აბამდნენ ყურს, როგორც იმ დროს სჭირდებოდათ, ისე გადააკეთებდნენ, როგორც საბჭოეთს წაადგებოდა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სიტყვა აზრს კარგავს. მოკლედ, ეს არის საზოგადოების „დაბოლების“ კომუნისტურ-ბოლშევიკური მეთოდი. თუმცა ეს არ არის საკითხი, რომელიც უპასუხოდ უნდა დავტოვოთ მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს პოზიცია, რომ ამ საკითხებზე უნდა იმუშაონ მეცნიერებმა და წარმოადგინონ დოკუმენტურად დადასტურებული ვერსია, რომლითაც გაცამტვერდება პუტინის მითები, სწორია.

 

ისე, სწორედ ამგვარ მახინჯ მითოლოგიას დაეფუძნა თავის დროზე ფაშიზმი და არ არის გამორიცხული, მალე რუსეთში ახალი ნეოფაშიზმიც იშვას. ეს სახიფათო მოვლენაა, რასაც ძალიან მშვიდად და ცივი გონებით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner