logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: გიორგი გახარიასნაირი პოლიტიკოსი 30 წელია საქართველოს არ ჰყოლია!
- +

20 ივლისი. 2019. 10:14

 

 

„გიორგი გახარიასნაირი პოლიტიკოსი 30 წელია საქართველოს არ ჰყოლია! მას საოცარი მოთმინების უნარი აქვს და ემოციების მართვა იცის. ცხადია, ასეთი ძლიერი ფიგურა ოპოზიციას არ სჭირდება, რადგან ყველგან ხელი შეუშალა. მომხრე ვარ, რომ მან პოსტიც შეინარჩუნოს და კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება მიეცეს“, - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„გიორგი გახარიამ ოპოზიციას ზუგდიდი არ დაუთმო. არ მავიწყდება სანდრა რულოვსის მუქარა - თქვენ მე ჯერ კიდევ არ მიცნობთო. კარგად ვიცი მისი აქტივობები პანკისის ხეობაში. არ უნდა დაგვავიწყდეს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებით გამოწვეული „ნაცების“ აგრესიაც. ეს აქციები იმ დაპირისპირების გაგრძელებაა“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner