logo_geo
eng_logo
გენადი არველაძემ სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს გაერთიანებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- +

19 ივლისი. 2019. 22:16

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სავაჭრო საკითხებზე მომუშავე და DCFTA - ის საკონსულტაციო საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოხსენებები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და USAID „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი.

 

საბჭოს წევრებმა მოისმინეს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილის რატი ობოლაძის პრეზენტაცია სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შესახებ. გარდა ამისა, გაეცნენ ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების - ელექტრომაგნიტური თავსებადობისა (EMC) და დაბალი ძაბვის შესახებ (LVD) რეგულაციის გავლენის შეფასების შედეგებს.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო და საჯარო დიალოგი შედგეს მანამდე, სანამ რეგულაციები ამოქმედდება. სათამაშოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მიღებული, ჩვენ უკვე ჩავატარეთ კონსულტაციები კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოვისმინეთ მათი შეხედულებები და გავითვალისწინეთ. ანალოგიურად ვგეგმავთ პროცესის წარმართვას სხვა სახის საქონლის მიმართ, რომელთაც ბაზარზე ზედამხედველობა შეიძლება შეეხოთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

 

პრეზენტაციების შემდეგ,  სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა დისკუსია გამართეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner