logo_geo
eng_logo
გაგი მოსიაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება ფეხქვეშ გაითელა
- +

20 ივლისი. 2019. 01:45

 

 

“იმედი გვქონდა, რომ თუნდაც 14 წლის შემდეგ იზეიმებდა სამართლიანობა, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება ფეხქვეშ გაითელა” - ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

 

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 2006 წლის 2 მაისიდან ვაზაგაშვილების ოჯახს და ზურა ვაზაგაშვილის ინტერესების დამცველებს წლების განმავლობაში სამართლებრივად მძიმე ბრძოლა გვიწევდა სახელმწიფო ორგანოებთან, რათა სამართლისთვის მიგვეღწია. სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და 2009 წელს მოხდა საბოლოოდ საქმის შეწყვეტა ეროვნულ დონეზე, რადგან სახელმწიფომ ვერ დაადგინა, როგორც მინიმუმ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაცდომა იმ პირებთან ქმედებაში, რომელთა ე.წ. კორტების სისხლიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს. შიდა ეროვნულ დონეზე ეკლიანი გზის გავლა მოგვიწია იური ვაზაგაშვილთან და ციალა შანავასთან ერთად, რომ მინიმუმ, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება სახელმწიფოსგან დადებითად გადაწყვეტილიყო. რამდენიმეთვიანი დიდი ბრძოლა დასჭირდა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიგვეღო. რაც ეს უფლება მივიღეთ, კანონმდებლობის შესაბამისად გვინდოდა, გავცნობოდით საქმის მასალებს და აქაც სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდით. როგორც ციალა შანავას, ასევე ადვოკატებს საქმის გაცნობის ქსეროასლების სახით მასალების გადაღების საშუალება არ გვქონდა , გვიწევდა ადგილზე გაცნობა და მნიშვნელოვანი დეტალების ამოწერა, რაც ძალიან რთული იყო. - განაცხადა მოსიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner