logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვიხსენებ წარსულს და აწმყოს...
- +

2 ივნისი. 2016. 22:32



„წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ ერთობლივად, კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" მიუძღვის", -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  „საზოგადოებივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.


ბიძინა ივანიშვილმა პარტიისა და კოალიციის  4 წლის საქმიანობა გაიხსენა.


„ვიხსენებ წარსულს და აწმყოს. როგორი დაგვხვდა „ნაციონალური მოძრაობის" შედეგად „აშენებული" ქვეყანა და რა მოვახერხეთ 4 წლის განმავლობაში. ამაში მონაწილეობას იღებდნენ „ქართული ოცნების" წევრები. სწორედ ამ გუნდმა მოახერხა და საოცრება მოახდინა. თუ ვინმეს ანალიზის უნარი გააჩნია და საქართველოში უცხოვრია, ის რეალობა, როგორი იყო საქართველო 2012 წლამდე და როგორია დღეს, მარტივად მიხვდება. კოალიციაში სწორედ გადამწყვეტი ფუნქცია შეასრულაქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ". კოალიციის წევრებსაც და პარტიის წევრებსაც თავისი როლი ჰქონდათ, ვის რამდენი და რა როლი ჰქონდა, კარგად გამოჩნდება არჩევნებში. ეს მიღწევები ერთობლივად კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი მიუძღვის პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს". ყველა მიმართულებით, პირველი - ადამიანის უფლებები, სად იყო და სად მოვედით, დღეს ადამიანის უფლებებით საქართველო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს თამამად შეიძლება შეედაროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner