logo_geo
eng_logo
ჩინეთის ქარხანაში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
- +

20 ივლისი. 2019. 11:51

 

ჩინეთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაშავებულებიდან ყველა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ხუთ პირს ამ დრომდე ეძებენ. ტრაგიკული შემთხვევა ჰენანის პროვინციაში, ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ქარხანაში მოხდა. აფეთქების შემდეგ შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

 

„როიტერის“ ცნობით, აფეთქება შენობის ძირითად ნაწილს არ შეხებია, სადაც სახიფათო ნივთიერებების საცავია. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამი კილომეტრის რადიუსში არსებული შენობების მინები ჩაიმსხვრა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner