logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის არცერთი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს!
- +

2 ივნისი. 2016. 22:33


 

„ლევან მურუსიძიემ თავი დააღწია „ნაციონალური მოძრაობის" ზეწოლას, სწორედ ეს აღიზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას", -ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განითარებული მოვლენები.

 

„ნახეთ უახლესი განცხადებები, ყოფილი მთავარი პროკურორის, რომელიც მართავს დღეს ამ ტელეკომპანიას. ნახეთ მისი დამოკიდებულება, უხეში გამონათქვამები და მუქარა სასამართლოს მიმართ! ეს გამონათქვამები შეიძლება მივიჩნიოთ სასიამოვნოდ, იმისთვის, რომ შესაძლოა, სასამართლოს ბევრმა მოხელემ მოახერხა და თავი დააღწია ძველი ხელისუფლების ძალადობას. ახალ ხელისუფლებას მცდელობაც არ ჰქონია, ამის არცერთი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს და ეს თამასა უნდა შევინარჩუნოთ - სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. მათ უნდა მოახერხონ, სამართლიანობა აღადგინონ და იხელმძღვანელონ კანონით", - განაცხადა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner