სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არხი ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტიდან ნიკა გვარამია გაათავისუფლეს და ხალვაშის გადაწყვეტილებით, მის ადგილზე საქმის ადვოკატი, პაატა სალია დაინიშნა.
პაატა სალია გუშივე მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. მის მიმართ დადებითი შეფასებები მას შემდეგ დაიწერა, რაც ის „რუსთავი2“-ში მივიდა.
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას პაატა სალიას შესახებ:
პაატა სალია აფხაზეთიდან დევნილი ადვოკატია. მას 15-წლიანი წარმატებული კარიერა აქვს.
მისი პრაქტიკა მოიცავს როგორც ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან მუშაობას, ასევე გამოცდილება აქვს ფინანსურ და ბიზნეს სექტორებში, ენერგეტიკის ჩათვლით.
სალია 4 ენას ფლობს – ინგლისურს, ფრანგულს, ბერძნულსა და რუსულს.
განათლება ჯერ საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტში მიიღო [2006-2009 წლებში], შემდეგ კი მაგისტრის დიპლომი ჩიკაგოში, კენტის სამართლის უნივერსიტეტში აიღო.
შპს „გაბუნია და პარტნიორების“ წილის მფლობელია, დიმიტრი გაბუნიასა და ფრიდონ მჭედლიძესთან ერთად.
ასევე ხათუნა პაიჭაძესთან და დიმიტრი გაბუნიასთან ერთად შპს „სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის ცენტრის“ წილშია.
ამასთან 50%-იან პარტნიორობაშია შპს „ჯი ეს ლიგალ საქართველოში“.
ადვოკატს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
ქეთევან ჯელაძე, სალიას მსგავსად, აფხაზეთიდან დევნილი ადვოკატია და დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტი. ახლა კი ქართული იურიდიული ფირმის თანამშრომლობის მმართველი პარტნიორია მაია მესხთან ერთად.
სოციალურ ქსელში პაატა სალიას შესახებ არაერთი პოსტი დაიწერა.
ნაცნობები მის ღირსეულ წარსულზე წერენ და აღნიშნავენ, რომ მას საუკეთესო ადვოკატი ჰყავს - მისი წარსული.