logo_geo
eng_logo
ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება
- +

20 ივლისი. 2019. 15:47

 

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ამჯერად, ნაძალადევის რაიონში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე)  ჩატარდება.

 

ღონისძიება 21 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება და მოიცავს საბავშვო-გასართობ აქტივობას, ასევე, ტურნირებს სპორტის შემდეგ სახეობებში: მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ბოჩა. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს. მინი ჩემპიონატებში გამარჯვებულ მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

 

მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის განხორციელდება სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველები საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრებას შეძლებენ. საღამოს კი ზუკა ხუციშვილის ბენდი და დიჯეი გიგა პაპასკირი  დაასრულებენ.

 

პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს დედაქალაქის მერია „VTB ბანკთან“ ერთად ატარებს და მის ფარგლებში, დედაქალაქის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner