logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ევროპული სასამართლო რომ ცირკის არენა არ არის, ამას უახლოეს მომავალში საკუთარ თავზე იწვნევს „ქართული პოლიტიკა“!
- +

20 ივლისი. 2019. 16:47

 

ბევრის ნააზრევს გადავხედე, რამდენიმე ჭკვიანი კაცის მოსაზრებას ჩავხედე და ასეთი სურათი გამოჩნდა!

 

ვფიქრობ, ძალიან მძიმედ ცდება ის, ვისაც მიაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკასთან არ არის მჭიდრო და შეუქცევად კავშირში!

 

დიახაც, გამოტანილი ვერდიქტი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ფსევდოდასავლური, ქართული პოლიტიკური ოპოზიციის (და არა მარტო) მისამართით გაგზავნილი პირდაპირი მესიჯია!

 

ჩემი ინფორმაციით კი, ამ მესიჯის შინაარსი ასეთია: - არჩევანი და პოლიტიკური საქმიანობა თქვენი პრობლემა და თავსატეხია, მოიქეცით, როგორც გენებოთ, მაგრამ ჩვენი (დასავლეთის) სახელით ბინძური პოლიტიკური თამაშის საშუალება აღარ მოგეცემათ, მითუმეტეს, რუსული სპეცსამსახურების დაკვეთითო! (!!!)

 

ასეა! სტრასბურგის ვერდიქტმა ცხადყო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია!

 

არჩევანში რა თქმა უნდა, ყველა თავისუფალია, მაგრამ ასეთი გზავნილის შემდეგ, აქაურ „ოპოზიციას“ (ხელისუფლებასაც) არ ვურჩევდი წამოწყებული იმ სასაცილო თამაშის გასერიოზულებას, ოქრუაშვილის „კოზირი“ რომ დაარქვეს და სრულ კომიზმად აქციეს „რუსთავი 2“-ის საქმე!

 

წესით, მავანმა ჩემზე კარგად უნდა იცოდეს, როგორ „უყვართ“ დასავლეთში სერიოზულ წრეებს პოლიტიკით მასხრობა და როგორი რეაქცია აქვთ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებების იგნორირებისას!

 

რეაქცია კი უმძიმესი იქნება! იმდენად მძიმე, რომ „გვარამიების“ გუშინდელი წაშლილი სახეები (როცა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს) ნეტარი კაცის ღიმილად მოეჩვენება ძალიან ბევრს!

 

სავალალო ისიც გახლავთ, რომ ალბათ ხელისუფლებაც (იძულების წესით) დათანხმდება „შემოთავაზებულ ინიციატივას“ და აქაური სასამართლოც მიიღებს ოქრუაშვილის პროტესტს, მაგრამ თუკი რამე გამეგება, ეს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა რომ ამ და ასეთი ტუტუცობით გაღიზიანებული დასავლეთის მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯი ბევრად მძიმე შედეგის მომტანი იქნება, არა მარტო აქაური „პროდასავლური“ ოპოზიციის, - ალბათ, აქაური ხელისუფლებისთვისაც, რომელმაც აქამდე ვერაფრით მოახერხა (თუ არ მოახერხა) და ვერ გააცნობიერა, რომ პოლიტიკური ვექტორის შეცვლის დროა!

 

ევროპული სასამართლო რომ ცირკის არენა არ არის, ამას უახლოეს მომავალში საკუთარ თავზე იწვნევს დღევანდელი „ქართული პოლიტიკა“!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner