logo_geo
eng_logo
მოსკოვში ოპოზიციონერების მხარდამჭერი მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა
- +

20 ივლისი. 2019. 18:43

 

მოსკოვში ოპოზიციონერების მხარდამჭერი მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა.

 

აქციის მონაწილეები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვას აპროტესტებენ. ისინი საარჩევნო კომისიას კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით მიმართავენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე დემონსტრაციას 10 ათასამდე ადამიანი ესწრება. სანქცირებულ აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერებიც.

 

აღნიშნული მოთხოვნით მოსკოვში დემონსტრაციები უკვე რამდენჯერმე გაიმართა. ერთ-ერთი აქცია კი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. არეულობის დროს სამართალდამცველებმა 38 ადამიანი დააკავეს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner